ებრაული მემკვიდრეობის ტური საქართველოში — 3 დღე
საქართველოში ებრაული ისტორია მხოლოდ ძველი სინაგოგებით არ შემოიფარგლება. ეს არის მრავალსაუკუნოვანი ისტორია ადამიანების, ოჯახების, რელიგიური ტრადიციების, კულტურული ურთიერთობებისა და თანაცხოვრების შესახებ.
საქართველოში ებრაული თემის ისტორია დაახლოებით 2,600 წელს ითვლის და ქართული და ებრაული კულტურების ურთიერთობა ქვეყნის ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
ამ 3-დღიანი მოგზაურობის განმავლობაში გავეცნობით საქართველოს რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ებრაულ ცენტრს — თბილისს, ქულაშს, ქუთაისსა და ონს. ტური ერთმანეთთან აკავშირებს მოქმედ სინაგოგებს, ყოფილ ებრაულ უბნებს, ისტორიულ თემებსა და ადამიანურ ისტორიებს, რომლებმაც ქართულ-ებრაული ურთიერთობის განსაკუთრებული ხასიათი შექმნეს.
რას გვთავაზობს ეს ტური? ტური შექმნილია მოგზაურებისთვის, რომელთაც სურთ საქართველოს აღმოჩენა არა მხოლოდ როგორც ტურისტული მიმართულების, არამედ როგორც მრავალსაუკუნოვანი ებრაული ისტორიის მქონე ქვეყნის. სტუმარი გაეცნობა: საქართველოში ებრაელთა 2,600-წლიან ისტორიას; თბილისის ებრაულ მემკვიდრეობას; ქართულ ებრაულ და აშკენაზურ თემებს; ქულაშის ისტორიულ ებრაულ დასახლებას; ქუთაისის ებრაულ უბანსა და სინაგოგებს; ბორის გაპონოვის კულტურულ მემკვიდრეობას; ონის ცნობილ სინაგოგას; საქართველოდან ისრაელში ალიის ისტორიას.
დამატებითი მომსახურება (მოთხოვნის საფუძველზე): ივრითულენოვანი გიდი; კოშერული კვება; Shabbat-friendly პროგრამა; აეროპორტის ტრანსფერი; 4★ ან 5★ სასტუმრო; დამატებითი ღამე თბილისში, ქუთაისში ან რაჭაში; ღვინის დეგუსტაცია; ინდივიდუალური მარშრუტის კორექტირება; ოჯახის ისტორიულ ფესვებთან დაკავშირებული ადგილის მონახულება.
Jewish Heritage of Georgia — ეს მოგზაურობა მხოლოდ წარსულის აღმოჩენა არ არის. ეს არის ისტორია ორი ხალხის შესახებ, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეძლეს ერთმანეთის გვერდით ცხოვრება, საკუთარი იდენტობის შენარჩუნება და საერთო კულტურული მემკვიდრეობის შექმნა.
📋 ტურის მონაცემები
- ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგიონი
- თბილისი • იმერეთი • რაჭა
- სირთულე
- მსუბუქი
ფასში შედის და არ შედის
- კომფორტული კერძო ტრანსპორტი
- პროფესიონალი მძღოლი
- მარშრუტის სრული ორგანიზება
- გიდის მომსახურება
- 2 ღამის განთავსება
- საუზმე სასტუმროში
- პროგრამით გათვალისწინებული ღირსშესანიშნაობების მონახულება
- საორგანიზაციო მხარდაჭერა ტურის განმავლობაში
- ავიაბილეთები და საერთაშორისო ტრანსფერი
- ლანჩი და ვახშამი (თუ წინასწარ არ არის შეთანხმებული)
- კოშერული კვება (ეწყობა დამატებით, წინასწარი შეთანხმებით)
- ივრითულენოვანი გიდი (დამატებითი მომსახურება)
- პირადი ხარჯები და სასმელები
- ღვინის დეგუსტაცია და დამატებითი აქტივობები
- დაზღვევა
დამატებითი ხარჯები იხდება ადგილზე ან ცალკე — სასარგებლოა წინასწარ გაითვალისწინო ბიუჯეტში.
მარშრუტი
- 1დღე 1 — თბილისი: ქართული ებრაელობის ისტორიის გაცნობა. თბილისის დიდი სინაგოგა (მოქმედი რელიგიური ცენტრი, თემის ისტორია და ტრადიციები); დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი (თემების წარმოშობა, საბჭოთა პერიოდი, ალიის პროცესი); თბილისის აშკენაზური სინაგოგა; გასეირნება ძველ თბილისში — ყოფილი ებრაული უბანი, კოტე აფხაზის ქუჩა, მეიდანი, აბანოთუბანი. საღამო ქართულ რესტორანში (კოშერული კვება წინასწარი მოთხოვნით). ღამისთევა — თბილისი.
- 2დღე 2 — თბილისი → ქულაში → ქუთაისი: დაკარგული თემების კვალდაკვალ. ქულაში — ისტორიული სინაგოგები, ყოფილი ებრაული უბანი, რელიგიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული შენობები და ებრაული სასაფლაო; საუბარი XX საუკუნის მეორე ნახევრის მასობრივ გადასახლებაზე ისრაელში. ქუთაისი — ისტორიული ებრაული უბანი, ქალაქის სინაგოგები, ვაჭრობისა და ხელოსნობის როლი, ბორის გაპონოვის ისტორია („ვეფხისტყაოსნის" ივრითული თარგმანი). საღამო ქუთაისის ისტორიულ ცენტრში. ღამისთევა — ქუთაისი.
- 3დღე 3 — ქუთაისი → ონი → თბილისი: სინაგოგა, რომელიც ქალაქმა დაიცვა. ონის სინაგოგა — XIX საუკუნის ბოლოს აშენებული, საქართველოს ებრაული მემკვიდრეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობა; ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ დადგნენ საბჭოთა პერიოდში მის დასაცავად ებრაელები და ქართველები ერთად. ონის ყოფილი ებრაული უბანი და ადგილობრივი ოჯახების ისტორიები. რაჭის გამოცდილება — ადგილობრივი სადილი და ბუნებრივი გარემოს გაცნობა. დაბრუნება და ტურის დასრულება — თბილისი.
📍 მოსანახულებელი ობიექტები
კონკრეტული ღირშესანიშნაობები რომელსაც ამ ტურის ფარგლებში მოვინახულებთ
- თბილისის დიდი სინაგოგა
- დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმი
- თბილისის აშკენაზური სინაგოგა
- ძველი თბილისი და ყოფილი ებრაული უბანი
- ქულაშის ისტორიული ებრაული დასახლება
- ქუთაისის ებრაული უბანი და სინაგოგები
- ონის სინაგოგა
- ონის ყოფილი ებრაული უბანი
- რაჭის ბუნებრივი გარემო
ℹ️ გასათვალისწინებელი საკითხები
წაიკითხეთ ყურადღებით — ეს ეხმარება შეუფერხებელ ტურს
- მოქმედ სინაგოგებში ვიზიტი დამოკიდებულია კონკრეტულ დღეს, რელიგიურ კალენდარსა და ადგილობრივ წესებზე.
- პარასკევის საღამოს, შაბათს და ებრაული დღესასწაულების პერიოდში პროგრამა შესაძლოა შეიცვალოს.
- სინაგოგებისა და მუზეუმების მონახულების დრო საბოლოოდ მოწმდება თითოეული ტურის დაწყებამდე.
- კოშერული კვება და Shabbat-ის მოთხოვნებთან შესაბამისი პროგრამა საჭიროებს წინასწარ შეთანხმებას.
- ტური ხელმისაწვდომია კერძო ან მცირე ჯგუფური ფორმატით.
ხშირად დასმული კითხვები
მომხმარებელთა მიმოხილვები
ჯერ არ არის მიმოხილვები — იყავი პირველი!